მედიის რეგულირების დასავლური პრაქტიკის შესახებ გამოქვეყნებულ წინა მასალაში ჩვენ მიმოვიხილეთ „სამართლიანობის დოქტრინის“ ზოგადი ისტორია და აღვწერეთ მისი ძირითადი არსი, თუმცა დროთა განმავლობაში, ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ, რომელიც მაუწყებლობის რეგულირებას საზოგადოებრივი ინტერებიდან გამომდინარე ახორციელებს, საჭიროდ მიიჩნია დოქტრინაში დამატებითი რეგულაციებიც შემოეტანა.
ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია იყო პირად თავდასხმაზე პასუხის გაცემის უფლება, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებდა, თავდასხმის ობიექტისთვის მიეცა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე იმავე მედიაში პასუხის გაცემის საშუალება.  
ამგვარი რეგულაცია დასავლეთის ბევრ ქვეყანაში (მაგ. ირლანდიაში) დღესაც მოქმედებს, თუმცა ჩვენს კონკრეტულ ისტორიაში კომპანია Red Lion Broadcasting-მა, რომელიც იმ დროს ფლობდა და მართავდა Radio Centro-ს, კუკს პასუხის გაცემის უფლებაზე უარი უთხრა.
კუკმა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, დაადგინა, რომ მის მიმართ ნამდვილად მოხდა პირადი თავდასხმა და რადიო ვალდებული იყო,  დაეთმო ეთერი პასუხის გასაცემად.
თუმცა, კომუნიკაციების ფედერალური კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, რადიომ მაინც არ მისცა კუკს პასუხის გაცემის უფლება და აშშ-ის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომუნიკაციების ფედერალური კომისიის წინააღმდეგ.
რადიოსადგურის ხელმძღვანელთა მტკიცებით, „სამართლიანობის დოქტრინა“  წინააღმდეგობაში მოდიოდა ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან, რომელიც კონგრესს უკრძალავს ისეთი კანონების მიღებას, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს.
ამ კონტექსტის გამო, საქმე Red Lion Broadcasting Co., Inc. v. FCC  თავიდანვე იქცა ისტორიულ დაპირისპირებად ამერიკული მედიისა და საზოგადოების ორ ჯგუფს შორის, რომელთაგანაც ერთი უპირატესობას ანიჭებდა სიტყვის თავისუფლების თითქმის აბსოლუტურ გაგებას, ხოლო მეორე -  უპირატესად მიიჩნევდა საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს. ამ ჯგუფის შეხედულებით, სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური სიდიდე და კონკრეტულ შემთხვევაში იგი შეიძლება დაექვემდებაროს რეგულირებას, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
1969 წელს, როცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საკუთარი ვერდიქტი გამოაცხადა, ეს მნიშვნელოვანი ბრძოლა საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპის მომხრეებმა მოიგეს.
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მედიის რეგულირებისას, კომისია მოქმედებდა კონგრესის მიერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად, ხოლო თავად „სამართლიანობის დოქტრინა“ არ იყო წინააღმდეგობაში აშშ-ის კონსტიტუციასთან, რადგან სახელმწიფოს აქვს უფლება, მაუწყებლებს დაუწესოს რეგულაციები იმ პირების (საზოგადოების წევრების) სასარგებლოდ, რომლებიც სწორედ მედიის საშუალებით ავრცელებენ და იღებენ ინფორმაციას, ანუ სარგებლობენ სიტყვის თავისუფლების სიკეთეებით.
გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მედიასთან მიმართებაში, საზოგადოებრივი ინტერესია, აუდიტორიამ მიიღოს დაბალანსებული ინფორმაცია და მოისმინოს განსხვავებული შეხედულებები.
შესაბამისად, სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, „სამართლიანობის დოქტრინა“ კონსტიტუციური რეგულაცია იყო.
ასე დასრულდა ერთი სასამართლო პროცესი, თუმცა ბრძოლა „სამართლიანობის დოქტრინის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ამერიკაში ამით არ დამთავრებულა.
მედიასაშუალებების მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ჯგუფი ათწლეულების მანძილზე აპროტესტებდა „სამართლიანობის დოქტრინის“ მოქმედებას და ითხოვდა მის გაუქმებას.
ამასთან, საყურადღებო ფაქტია, რომ მათი ბრძოლა დოქტრინის წინააღმდეგ განსაკუთრებით წარმატებული იყო რესპუბლიკური ადმინისტრაციების დროს, რომლებიც, როგორც წესი, სიტყვის თავისუფლების უფრო ფართო გაგებას უჭერდნენ მხარს.
საბოლოოდ, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში, 1987 წელს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა „სამართლიანობის დოქტრინის“ გამოყენებაზე.
ამ გადაწყვეტილებას კომისიამ საფუძვლად დაუდო 1985 წელს მიღებული ანგარიში (General Fairness Doctrine Obligations of Broadcast Licensees, Report, 50 Fed. Reg. 35418), რომლის თანახმადაც, „სამართლიანობის დოქტრინამ“ ერთგვარი „მსუსხავი ეფექტი“ (Chilling effect)  მოახდინა მაუწყებლებზე.
მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, მაუწყებლები ზოგჯერ საერთოდ უარს ამბობდნენ მნიშვნელოვანი თემების გაშუქებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებდნენ  ამ თემასთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციების წარმოჩენას.
„სამართლიანობის დოქტრინის“ მოქმედება ამერიკაში სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით შეჩერდა, ხოლო 2011 წელს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ფორმალურადაც გააუქმა აქტი, რომელსაც დოქტრინა ეფუძნებოდა.
საგულისხმოა, რომ დღეისათვის, როცა „სამართლიანობის დოქტრინის“ გაუქმებიდან უკვე თითქმის 40 წელი გავიდა, აკადემიურ კვლევებსა თუ მედიაში საკმარისი მასალა დაგროვდა იმაზე სამსჯელოდ, რა გავლენა მოახდინა მედიაზე დოქტრინის გაუქმებამ.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკული მედიის მზარდი რადიკალიზაცია და პოლარიზება სწორედ დოქტრინის გაუქმების მომენტიდან იღებს სათავეს.
გარდა ამისა, „უდოქტრინობის“ პერიოდი, დროში ასევე ემთხვევა ზოგადად მედიის მიმართ ამერიკული საზოგადოების ნდობის კატასტროფულ ვარდნას, რაც შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში.
დასასრულ, რამდენიმე სიტყვა იმის შესახებაც, თუ როგორ აისახება რეგულაციების არსებობა (ან მათი არარსებობა) ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაზე, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან მედიაპროდუქტს.
მედიაექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიანი რეგულაციები იცავს არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჟურნალისტსაც, იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალების მფლობელი ან მედიამენეჯერი მისგან  არაკეთილსინდისიერ და არაეთიკურ მუშაობას მოითხოვს. ალბათ სწორედ ამ მიზეზთა გამოც, აშშ-ში დღემდე გაისმის „სამართლიანობის დოქტრინის“ აღდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
 
ფრედ კუკის ამბავი და „სამართლიანობის დოქტრინა“
22 ოქტომბერი 20251964 წლის ნოემბერში, პენსილვანიის ერთ-ერთი რადიოსადგურის (Radio Centro) ეთერში გავიდა გადაცემა, რომელმაც სამუდამოდ დაიკავა ადგილი ამერიკული და მსოფლიო მედიის ისტორიაში.
გადაცემის მსვლელობისას სასულიერო პირმა, ბილი ჯოელ ჰარგისმა უმძიმესი ბრალდებები გააჟღერა ჟურნალისტ ფრედ ჯეი კუკის მისამართით, რომელიც იმდროინდელი ამერიკული მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მესვეტე და ავტორი იყო.
კორუფციის და სხვა ბრალდებებთან ერთად, ჰარგისმა კუკი კომუნისტებთან კავშირშიც დაადანაშაულა, რაც „ცივი ომის“ ფონზე შტატებში განსაკუთრებით მწვავედ აღიქმებოდა.
კუკს, როგორც მოქმედ ჟურნალისტს, რომლის სტატიებიც „ნიუ-იორკ ტაიმსსა“ და სხვა წამყვან გამოცემებში ქვეყნდებოდა, ცხადია შეეძლო, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისთვის პასუხი უფრო გავლენიან მედიაშიც გაეცა, მაგრამ მან გამოიყენა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ დროს მოქმედი „სამართლიანობის დოქტრინის“ ერთ-ერთი დებულება - პასუხის უფლება და მოითხოვა იმავე მედიის (ანუ Radio Centro-ს) ეთერში მიეცათ მისთვის საკუთარი ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის საშუალება.