წითელი ვერსია
  • 2
  • 3395

კონტექსტის მნიშვნელობის შესახებ

09 ივნისი 2025

კონტექსტი - გარემოება, რომელშიც ხდება მოქმედება ან მოვლენა;


კონტექსტი გვეხმარება სრულად აღვიქვათ ინფორმაცია და გავიგოთ, რატომ მოხდა ესა თუ ის ამბავი - BBC


* * *


9 ივნისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ფეისბუკ-გვერდზე უკონტექსტოდ გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტის ციტატა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


„დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები. სასწრაფოდ!“ – წერს ტრამპი.


ამ ინფორმაციის კონტექსტი ასეთია: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social -ში გამოეხმაურა და სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდა.


კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესსა და მიმდებარე დასახლებებში, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა.


მედიაკრიტიკა
  • 2
  • 3395
0 Comments