წითელი ვერსია
  • 2
  • 2821

ფაქტის და შეფასების გამიჯვნის შესახებ

19 მაისი 2025

19 მაისს, 17:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, "ტვ პირველის" წამყვანმა საზოგადოებას ინფორმაცია საკუთარი მოსაზრებებით მიაწოდა. ის ტელემაყურებელს პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესის შესახებ უყვებოდა.


"2 საათზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი მიმდინარეობს. დავა ისევ წულუკიანის დაკითხვაზე დაბარების გამო გრძელდება. მოსამართლე ცდილობს, შექმნას იმიტაცია, რომ არგუმენტები სჭირდება. პროკურატურა მურუსიძის მართულ სასამართლოს არწმუნებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის სასამართლოში დაბარება ღირებული არ არის. ხაზარაძეს და მის თანაგუნდელს, ბადრი ჯაფარიძეს რეჟიმი არალეგიტიმურ პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო ასამართლებს", - აღნიშნა წამყვანმა.


თუ წამყვანის ტექსტში ფაქტებსა და შეფასებებს გავმიჯნავთ, ამგვარ სურათს მივიღებთ:


ფაქტები: 2 საათზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი მიმდინარეობს. დავა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის სასამართლოში დაბარების საკითხზე გრძელდება. პროკურატურა სასამართლოს არწმუნებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის სასამართლოში დაბარება ღირებული არ არის. ხაზარაძეს და მის თანაგუნდელს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო ასამართლებენ.


ფრაზები: "მოსამართლე ცდილობს, შექმნას იმიტაცია, რომ არგუმენტები სჭირდება", "პროკურატურა მურუსიძის მართულ სასამართლოს არწმუნებს" და "არალეგიტიმური პარლამენტი" - ჟურნალისტის შეფასებებია.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 2
  • 2821
0 Comments