14 აპრილს, „ტვ პირველმა“ ფეისბუკ-გვერდზე გაავრცელა ვიდეო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომიდან.
„ტვ პირველი“ წერს - „გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ.“
სინამდვილეში,
გიორგი გახარიას ე.წ. „დათვის ტყვიები“ არ უხსენებია. მან თქვა: „ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ“. ტყვიებზე საუბრისას გახარიამ ახსენა მხოლოდ „რეზინის ტყვიები“.
ჟურნალისტი ზუსტად უნდა გადმოსცემდეს ფაქტებს. სიზუსტე უფრო მეტია, ვიდრე ფაქტების სწორად მოყოლა. მოვლენის სრული სურათის წარმოსაჩენად საჭიროა ამ მოვლენასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის გადამუშავება.
ფაქტის სიზუსტის შესახებ
14 აპრილი 202514 აპრილს, „ტვ პირველმა“ ფეისბუკ-გვერდზე გაავრცელა ვიდეო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომიდან.